ავტორი:

"სხვას არ ვეკუთვნით. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს“ - გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს პასუხობს

"სხვას არ ვეკუთვნით. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს“ - გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს პასუხობს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები არ მიიღებს მას, - ამის შესახებ გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

  • მისი თქმით, გრენლანდიელები თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს.

"ჩვენ სხვას არ ვეკუთვნით. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობისა და წიაღისეულის ყოფილმა მინისტრმა, 33 წლის იენს-ფრედერიკ ნილსენმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფიცი პარასკევს დადო.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს

"ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით. არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს სამხედრო ძალის გარეშე მოვახერხოთ, მაგრამ არაფერს ვიღებ მაგიდიდან", - აღნიშნა ტრამპმა.