ავტორი:

"რუსეთსა და ტრამპის აშშ-ს ბევრი აქვთ საერთო... ამ პირობებში "ცუდი ბიჭი" პუტინი აღარ არის" - რას ამბობს ალექსანდრ დუგინი

"რუსეთსა და ტრამპის აშშ-ს ბევრი აქვთ საერთო... ამ პირობებში "ცუდი ბიჭი" პუტინი აღარ არის" - რას ამბობს ალექსანდრ დუგინი

რუსი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის მმართველობით, ბევრი საერთო აქვთ. დუგინი მოუწოდებს ტრამპის მხარდამჭერებს, რომ დროა დაიჯერონ, პუტინი სულაც არ არის "ცუდი ბიჭი". ამ თემაზე დუგინმა CNN-თან ისაუბრა.

მისი თქმით აშშ-ში ტრამპის გამარჯვება და ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები არის ნაბიჯები გლობალიზმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დუგინის აზრით, ტრამპის გამარჯვებით შეერთებულ შტატებში "პუტინიზმმა გაიმარჯვა".

  • "ჩვენ განსხვავებული შეერთებული შტატები მივიღეთ: არა გლობალიზმის ბასტიონი და შტაბ-ბინა, არამედ, სუვერენული, ნაციონალური სახელმწიფო, გლობალური ძალა ტრადიციული ღირებულებებით", - განუცხადა დუგინმა CNN-ს.

დუგინი დასძენს, რომ მისი აზრით, ამ ახალ პირობებში აშშ-სთვის მთავარი მტერი და "ბოროტი ტიპი, ცუდი ბიჭი" პუტინი აღარ არის.

  • "ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპისტები ბევრად უკეთ გაიგებენ, რა არის რუსეთი, ვინ არის პუტინი და როგორია ჩვენი პოლიტიკის მოტივაციები. შესაბამისად,... ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ... ტრამპის ამერიკასა და პუტინის რუსეთს შორის", - აღნიშნა დუგინმა.

მანვე აშშ-ს უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ევროპას შეუფერხებლად გაუმკლავდეს.

"ვფიქრობ, რომ ტრამპი, ადრე თუ გვიან, და შესაძლოა უფრო ადრეც კი, ვიდრე ვვარაუდობთ, აღმოაჩენს, რომ პუტინს აბსოლუტურად არაფერი აქვს შეერთებული შტატების საწინააღმდეგო, არ აქვს მიზეზი ოპონირებისთვის... არ აქვს კონკურენციის სფერო", - განაცხადა მან.

წყარო