ავტორი:

"ამას გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს" - დონალდ ტრამპი პუტინს ნავთობზე მეორადი ტარიფების დაწესებით ემუქრება

"ამას გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს" - დონალდ ტრამპი პუტინს ნავთობზე მეორადი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

  • "მსურს ვნახო, რომ ის დადებს შეთანხმებას, რათა შევაჩეროთ რუსი ჯარისკაცების, უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ის [პუტინი] ამას ბოლომდე მიიყვანს.

არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე. მაგრამ ვფიქრობ, იცით, ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს. მე ეს ვენესუელასთან გავაკეთე“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ თუ უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.