ავტორი:

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, "სპორტინგში" გააგრძელებს.

  • ინფორმაციას დადასტურებულად ავრცელებს ესპანური მედია.

"ქოჩორას" სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონ ევროა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე "ლევანტეში" დარჩება იჯარის წესით, ახალ კლუბს კი ზაფხულში შეუერთდება.