ავტორი:

კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"

კორტნი კარდაშიანის 10 წლის შვილმა პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა ჯასტინ ბიბერი მისი მამა - "მგონი ჯასტინი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე"

კორტნი კარდაშიანის შვილმა, რეინმა უპასუხა დიდი ხნის შეთქმულების თეორიას, რომ მისი ნამდვილი მამა ჯასტინ ბიბერია და არა - სკოტ დისიკი.

  • რეალითი შოუს ვარსკვლავის უმცროსი შვილის ნამდვილი მამის შესახებ მრავალწლიანი სპეკულაციების შემდეგ, 10 წლის რეინმა ყველაფერი თვითონვე უარყო. ბიჭუნა თავისი ნახევარდის, ალაბამა ბარკერის შეყვარებულის, სკუტერ ჯექსონის Instagram Live-ში გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მაყურებელმა ჰკითხა, არის თუ არა ბიბერი მამამისი, მოზარდმა ჭორები სწრაფად უარყო.

"არა, არ არის. ძმაო, გეფიცები, ჯასტინ ბიბერი მამაჩემი არაა. სკოტი... სკოტი... სკოტია მამაჩემი. არ ვიცი, რამდენი წლის იყო დედაჩემი, მაგრამ მგონი ჯასტინ ბიბერი 16 წლის იყო, როცა მე დავიბადე. არა მგონია, დედაჩემს ეს ექნა", - თქვა ბიჭუნამ.

  • ბიბერი კარდაშიანების ოჯახთან წლების განმავლობაში მეგობრობდა, მას შემდეგ, რაც 2010 წელს კიმ კარდაშიანთან ერთად Elle-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ჯასტინისა და კორტნის სავარაუდო რომანის დროს, ბიბერი, როგორც ამბობენ, ხშირად სტუმრობდა მის სახლს "ბავშვების სანახავად" და მათ ჯასტინთან "დროის გატარება ძალიან უყვარდათ".

წყარო