ავტორი:

"ფიქრობ, ეს საკმარისია? მთვრალო ნაბი***არო" - ხელჩართული ჩხუბი თვითმფრინავში: რა მოხდა მელბურნი-ბალის რეისზე (ვიდეო)

"ფიქრობ, ეს საკმარისია? მთვრალო ნაბი***არო" - ხელჩართული ჩხუბი თვითმფრინავში: რა მოხდა მელბურნი-ბალის რეისზე (ვიდეო)

ბალიში ფრენისას, თვითმფრინავში ერთმანეთს ორი მგზავრი დაუპირისპირდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი სავარძლის გადაწევის გამო მოხდა, თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ორმა მამაკაცმა ჯერ კამათი დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

  • გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უყვირის ერთმანეთს ორი მგზავრი.

წინა რიგში მჯდომი კაცი ყვირის: "ფიქრობ, ეს საკმარისია? მთვრალო ნაბი***არო."

შემდეგ ჩანს, როგორ მიიწევს უკანა რიგში მჯდომი მამაკაცი წინა რიგისკენ, რომ მოწინააღმდეგეს დაარტყას.

  • ერთ-ერთი მგზავრი დაპირისპირებაში ჩაერია და მოჩხუბარი მგზავრები გააშველა.

ამასობაში, მათი დამშვიდება ბორტის ეკიპაჟმა დაიწყო.

ჩხუბი Jetstar-ის ფრენისას მოხდა. თვითმფრინავი ბალიში მელბურნიდან მიფრინავდა.

Jetstar Airways-ის წარმომადგენელმა განაცხადა: "ჩვენი ოპერაციების გუნდი ამჟამად ინციდენტს იძიებს. ჩვენს ფრენებზე შეურაცხმყოფელი ქცევის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გვაქვს. ეკიპაჟის წევრები მომზადებულნი არიან უწესრიგო მგზავრებთან დაკავშირებული ინციდენტების განმუხტვისთვის. მადლობას ვუხდით მათ იმისთვის, თუ როგორ მართეს ეს სიტუაცია."

  • სულ ცოტა ხნის წინ, easyJet-ის ფრენაზე პილოტი იძულებული გახდა, ავარიული დაჯდომა განეხორციელებინა, რადგან ორი ოჯახი ჩხუბში მხოლოდ იმის გამო ჩაება, რომ ბიჭი The Karate Kid-ს უყურებდა. ქალმა, რომელიც ოთხი რიგით წინ იჯდა, ბიჭს ფილმის გამორთვა მოსთხოვა.

26 წლის ახალგაზრდას დედა ამტკიცებდა, რომ მას რასობრივად შეურაცხყოფდნენ, რის გამოც ოჯახებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პილოტმა თვითმფრინავი პორტუგალიაში ავარიულად დასვა.

ნახეთ ასევე: