ავტორი:

"ახალწვეულებს უკრაინაში საბრძოლველად არ გაგზავნიან" - რა არის ცნობილი პუტინის ახალ გადაწყვეტილებაზე, ყველაზე დიდ სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით

"ახალწვეულებს უკრაინაში საბრძოლველად არ გაგზავნიან" - რა არის ცნობილი პუტინის ახალ გადაწყვეტილებაზე, ყველაზე დიდ სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყანა თავისი არმიის რაოდენობის გაფართოებას აპირებს. პრეზიდენტმა სამხედრო სამსახურში 18-30 წლამდე 160 000 კაცი გაიწვია, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობაა.

  • "2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს თავისი ჯარის საერთო რაოდენობა თითქმის 2,39 მილიონამდე, ხოლო აქტიური სამხედროების რაოდენობა 1,5 მილიონამდე.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ახალწვეულებს უკრაინაში საბრძოლველად არ გაგზავნიან. შეტყობინებას სამხედრო სამსახურის შესახებ ისინი სახელმწიფო სერვისების ვებსაიტზე "Gosuslugi" მიიღებენ.

2022 წლის თებერვლიდან პუტინმა სამჯერ გაზარდა სამხედრო ძალების რაოდენობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „ნატოს მიმდინარე გაფართოებას" დაუკავშირა.

ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: