ავტორი:

გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი

გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თანაშობდა ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა Top Gun და Batman Forever.

1991 წელს კილმერმა ითამაშა ფილმში The Doors, სადაც ლეგენდარული ჯიმ მორისონის როლი შეასრულა.

  • მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა, მერსედესმა განუცხადა მედიას. მისივე თქმით, პოლს 2014 წელს ყელის კიბო დაუდგინეს, თუმცა ის გამოჯანმრთელდა.

კიბოსთან ბრძოლის განმავლობაში და მის შემდეგ, იძულებული გახდა, რომ უარი ეთქვა სამსახიობო კარიერაზე, თუმცა 2022 წელს დაბრუნდა და Top Gun: Maverick-ში ტომ კრუზთან ერთად, ეკრანზე კვლავ გამოჩნდა.