ავტორი:

ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი და ა.შ. - ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას

ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი და ა.შ. - ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას

სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ავრცელებენ ქართველი ახალგაზრდების წარმატების ისტორიას, რომლებიც დიდი დაფინანსებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდნენ.

“ჰარვარდი, პრინსტონი, სტენფორდი....“ - ქართველი მოსწავლეებისთვის მიუწვდომელი აღარაფერია. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიეს ათასობით კანდიდატს მსოფლიოს მასშტაბით და ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტებშიც კი ჩაირიცხნენ, თანაც დაფინანსებით.

მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

  • წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
მანო კვარაცხელია

“პრინსტონი! - საქართველოს სიამაყე გოგონა, მანო კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტმა მიიღო!

Civil and Environmental Engineering -ის პროგრამაზე! 100%-იანი დაფინანსებით! ჯამში 400 000$. ამერიკაში გამგზავრებასაც კი აფინანსებენ!

მანო სასწაული გოგოა! უჭკვიანესი, უნიჭიერესი, ინოვატორი, ინტელექტუალი, ანალიტიკური აზროვნების, იდეებით სავსე. არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, მილენიუმის პროექტის ფინალისტი!..“ - წერს "ფეისბუქგვერდი" “ნათია განათლებაზე / Natia on Education“.

ირაკლი ქვარიანი

“ირაკლი ქვარიანი ჩაირიცხა მსოფლიოს სამ წამყვან უნივერსიტეტში: იელის, პენსილვანიის და სტენფორდის. 100%-იანი დაფინანსებით! ეს ის უნივერსიტეტებია სადაც მოხვედრის შანსი არის მხოლოდ და მხოლოდ 4%. მსოფლიოს მასშტაბით უნიჭიერესი ახალგაზრდები აგზავნიან აპლიკაციებს და მხოლოდ რჩეულები ხვდებიან. ირაკლი ქვარიანი ისწავლის სტენფორდის უნივერსიტეტში ნეირო მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით, რომელიც მოიცავს სწავლას, კვებას, ცხოვრებას, წიგნებს! საერთო ჯამში 4 წლის განმავლობაში 400000$“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ კვარაცხელია

“დიდი სიხარულით ვულოცავთ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეს, ნიკოლოზ კვარაცხელიას, შემდეგ უნივერსიტეტებში მიღებას:

  • Harvard University, USA
  • Columbia University, USA
  • Northwestern University, USA
  • Johns Hopkins University, USA
  • Rice University, USA
  • Boston College, USA"

"აკადემიაში გატარებული წლები ყოველთვის დატვირთული იყო სწავლით, კითხვით და საინტერესო საქმიანობებით, თუმცა, ეს არ ყოფილა მხოლოდ მასალის დაზეპირება - ეს იყო საკუთარი თავის შეცნობის პროცესი. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი სკოლის გარეთ და ვეცნობოდი იმ სფეროებს, რომლებიც დღემდე მაინტერესებს. ეს გამოცდილება ჩემთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა და დიდი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. მათი მხარდაჭერის გარეშე გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვა ბევრად რთული იქნებოდა." - ამბობს ნიკოლოზ კვარაცხელია.

სოფო კევლიშვილი

სოფო კევლიშვილი Columbia University-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას სრული დაფინანსებით.

იოანე კვიჟინაძე

“საიდან დავიწყო და სად დავამთავრო არ ვიცი, ძალიან ბევრი იშრომა ამ ბიჭმა საუკეთესო აკადემიური შედეგები დადო. 17 - მა უნივერსიტეტმა მიიღო ამერიკასა და ბრიტანეთში, მათ შორის ისეთმა უნივერსიტეტებმა როგორიცაა

  • University of Edinburgh (Russel Group),
  • Royal Holloway London,
  • Hamilton,
  • U Michigan,
  • Lafayette,
  • Bucknell,
  • Trinity,
  • UConn,
  • U Rochester,
  • Binghamton და ბევრი სხვა...

ამაზე ამაყი ვერ ვიქნებოდი. არავინ გამომრჩეს მეშინია მადლობის გადახდისას.

იოანე კვიჟინაძე - დედი, უდიდესი წარმატებაა ეს და ბედნიერს გევლოს შენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე,“ - წერს ნატა გოგოლაძე.

გიორგი ბრეგვაძე

გიორგი ბრეგვაძე სრული, $400 000-იანი დაფინანსებით Brown University-ში გამოყენებით მათემატიკას შეისწავლის.

ბრაუნის უნივერსიტეტი Ivy League-ის უნივერსიტეტია, სადაც მოხვედრის შანსი მხოლოდ და მხოლოდ 4%-ია.

გიორგი ასევე მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა:

  • Imperial College London
  • Bocconi University
  • Durham University
  • University of Glasgow
  • University of Exeter
  • St. Lawrence University
  • Ithaca College
იოანე სილოგავა

“კარგად დააკვირდით ამ თინეიჯერს! 15 წლის ასაკში იმხელა მიღწევები აქვს, ყველა უნდა იცნობდეთ!

იოანე სილოგავა მომავალი სასწავლო წლიდან გააგრძელებს სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან კერძო საცხოვრებელ (იგივე Boarding) სკოლაში, The Lawrenceville School, სადაც სრული დაფინანსებით! საერთო ჯამში ეს გრანტი 80,000 დოლარის ოდენობისაა და მოიცავს სწავლას, ცხოვრებას და ყოველთვიურ სტიპენდიას.

იოანემ დიდი კონკურსი გაიარა და დაფინანსება მიიღო როგორც აკადემიური მიღწევების, ასევე ლიდერობისა და საზოგადოებრივი აქტივობების საფუძველზე.

ამ დიდ მიღწევის გარდა, იოანეს მიენიჭა Davis International Scholarship-ი, რომელიც მოიცავს Lawrenceville-ის სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას და ასევე უზრუნველყოფს 25,000 დოლარის ყოველწლიურ გრანტს ბაკალავრიატში სწავლისთვის.

მას უკვე გარანტირებული აქვს სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტში, თუმცა ვფიქრობ, გაცილებით მეტსაც მოიპოვებს როდესაც ამისი დრო დადგება.

2024 წელს სრული გრანტით გაიარა Stanford-ის კრეატიული/მხატვრული წერის ონლაინ კურსი Dr. Kimberley Grey-სთან, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა ინტერესი ლიტერატურული და წერითი ექსპერიმენტების მიმართ და ასწავლა, როგორ დაეწერა მხატვრული, პუბლიცისტური და პოეტური ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე.

ამ ყველაფერთან ერთად იოანე სწავლობს გერმანულ ენას, მღერის (ტენორი), უკრავს ფორტეპიანოზე (როგორც კლასიკას, ისე ჯაზსა და Broadway-ს) და ემზადება AP Biology ის გამოცდის ჩაბარებისთვის, რაშიც თავად დამოუკიდებლად მოემზადა,“ - წერს “ნათია განათლებაზე / Natia on Education“.

ნატალი ღვინიაშვილი

“მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ ნატალი ღვინიაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა!

ის ასევე აშშ-ს სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს:

  • University of Rochester
  • University of Wisconsin-Madison
  • Rutgers University

გილოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას, ნატალი! ჩვენ შენით ვამაყობთ!“ - წერს “European School - ევროპული სკოლა“.

იხილეთ ასევე: