ავტორი:

პუტინი აშშ-ში თავის წარმომადგენელს გზავნის - რას წერ მედია?

პუტინი აშშ-ში თავის წარმომადგენელს გზავნის - რას წერ მედია?

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიზნით, ვაშინგტონს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • CNN-ის ცნობით, რუსეთის "პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფს შეხვდება.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე მხარეები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ.

CNN-ის ინფორმაციით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ვაშინგტონში მოლაპარაკებების მიზნით რუსი ოფიციალური პირის მიერ განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება. ასევე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზიტის წინ აშშ-ს მიერ კირილ დმიტრიევის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დროებით მოხსნის.