ავტორი:

სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

  • სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.