ავტორი:

მერაბ დვალიშვილი - შონ ო'მალის მორიგი ბრძოლა ჩაინიშნა  - ცნობილია, როდის დაიცავს UFC-ის ქართველი ჩემპიონი ქამარს

მერაბ დვალიშვილი - შონ ო'მალის მორიგი ბრძოლა ჩაინიშნა  - ცნობილია, როდის დაიცავს UFC-ის ქართველი ჩემპიონი ქამარს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთხელ დაიცავს ტიტულს და ამას ამჯერად შონ ო'მალისთან ბრძოლაში შეეცდება.

  • უკვე ცნობილია, რომ შონისა და მერაბის მორიგი ბრძოლა 7 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე გაიმართება.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. 2024 წლის სექტემბერში მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

დვალიშვილმა ქამარი ერთხელ უკვე დაიცვა - მან დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.