ავტორი:

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

მიანმარში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხლად ამოიყვანეს.

  • 26 წლის მამაკაცი შენობის ნანგრევებში მიანმარისა და თურქეთის მაშველების ერთობლივმა ჯგუფმა იპოვა.

როგორც მიანმარის სამხედრო მმართველმა, მინ აუნგ ჰლაინგმა განაცხადა, კატასტროფას 2 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა სულ მალე 3 000-ს გადააჭარბებს. ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, მუსონის წვიმების დაწყებამდე დახმარება მოიმარაგონ.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, განადგურებულ ქალაქებში, მანდალაისა და საგაინგში, გადარჩენილებს ქუჩაში სძინავთ. წყალი, საკვები და მედიკამენტები მწირია.

"მიწისძვრის კატასტროფული შედეგი ყოველ საათში უფრო მძიმე ხდება - ეს კრიზისზე დაშენებული კრიზისია მიანმარისთვის, სადაც ჰუმანიტარული სიტუაცია ისედაც საგანგაშო იყო", - განაცხადა ჰუმანიტარული სააგენტო Care-ის დირექტორმა არიფ ნურმა.

53-მილიონიანი უღარიბესი ქვეყანა სამოქალაქო ომითაა დაზარალებული. 2021 წლის სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება ხელში სამხედროებმა ჩაიგდეს, რამაც ~ათწლიანი განვითარებისა და სუსტი დემოკრატიული პერიოდის შემდეგ, ეკონომიკა გაანადგურა.

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის მმართველმა ხუნტამ 6 აპრილამდე ეროვნული გლოვის კვირა გამოაცხადა - 6 აპრილამდე, "მრავალი სიცოცხლის დაკარგვისა და ზარალის თანაგრძნობის ნიშნად", ოფიციალური შენობების დროშები დაშვებული იქნება.

წყარო