ავტორი:

სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა

სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა

ბადრა გუნბამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. "ინაუგურაცია" სოხუმის სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართა.

  • ცერემონიას ესწრებოდნენ ე.წ. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" წევრები, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები.

სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და "ოპოზიციის" ლიდერი ადგურ არძინბა.

"ინაუგურაციის" გახსნის სიტყვა წარმოთქვა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ.

ბადრა გუნბამ აფხაზურ ენაზე დაიფიცა ხალხის ერთგულება. როგორც "აფსნიპრესი" წერს, ფიცის დადების შემდეგ ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

მან მისალოცი წერილი მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან. პუტინმა გუნმა 9 მაისს მოსკოვში მიიწვია.