ავტორი:

"ფულის გადაყრის მრავალი სხვა გზაც არსებობს, ლორენ“ - ჯეფ ბეზოსის საცოლე Balenciaga-ს ჭიქის ფორმის ნივთით, რომელიც 5 750 დოლარი ღირს

"ფულის გადაყრის მრავალი სხვა გზაც არსებობს, ლორენ“ - ჯეფ ბეზოსის საცოლე Balenciaga-ს ჭიქის ფორმის ნივთით, რომელიც 5 750 დოლარი ღირს

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საცოლე, ლორენ სანჩესი პაპარაცებმა Balenciaga-ს ჭიქის ფორმის ნივთით შენიშნეს. ერთი შეხედვით ჭიქაში განსაკუთრებული და ყურადღებამისაქცევი შესაძლოა, არაფერი ყოფილიყო, თუმცა რეალურად ეს არა ჭიქა, არამედ ჩანთაა და 5750 დოლარი ღირს.

შესაძლოა, მას ვუწოდოთ ყველაზე ძვირადღირებული ჭიქა, საიდანაც ყავასაც კი ვერ დალევთ.

მედიაში წერენ, რომ ეს ყველაზე უსარგებლო ნივთია, რაც დიზაინერებს ოდესმე შეუქმნიათ, რადგან რეალურად ვერც ჩანთის და ვერც ჭიქის ფუნქციით ვერ გამოიყენებ.

ფაქტი ისაა, რომ ლორენმა ამ ნივთის წყალობით საზოგადოების ყურადღება მიიქცია და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.

"როცა უამრავი ფული გაქვს, გემოვნება კი ნული",

"ეს რაღაც ნივთი უბრალოდ სისულელეა“,

"მე მიყვარს დიზაინერების ლამაზი ჩანთები, მაგრამ ეს სულელურია, სახელურიც კი არ აქვს, ფაქტობრივად ჭიქა-ჩანთაა“,

"ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ჩანთაა“,

"ფულის გადაყრის მრავალი სხვა გზაც არსებობს, ლორენ“ - წერენ სოციალურ ქსელში, ლორენ სანჩესის ფოტოს კომენტარებში.

  • ცნობისთვის, მსგავსი ჩანთების შექმნა Balenciaga-ექსკლუზივი არ არის. სხვადასხვა მოდის სახლები ქმნიან სხვადასხვა ნივთები, ხილით თუ საჭმლის ფორმის რეალისტურ ჩანთებს. მაგალითად პიცის ფორმის, ფორთოხლის ფორმის და ა.შ.

წყარო

ნახეთ ასევე:

"პრინცესა დაიანას ქორწილივით გრანდიოზული..." - წვეულება ვენეციაში და მეგა ვარსკვლავები: რას წერს მედია ჯეფ ბეზოსის მოსალოდნელ დიდ იტალიურ ქორწილზე