ავტორი:

ევროპის ომი, მიწისძვრები და მსოფლიო ეკონომიკური კატასტროფა - ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის

ევროპის ომი, მიწისძვრები და მსოფლიო ეკონომიკური კატასტროფა - ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის

ვანგას ბალკანეთის ნოსტრადამუსსაც კი უწოდებდნენ. მართალია ის 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები 5079 წლამდე ვრცელდება. სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიური რევოლუცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

  • ვანგას წინასწარმეტყველებს თანახმად, "2025 წელი დამღუპველ მიწისძვრებს მოიტანს“. 2025 წლის სხვა პროგნოზები მოიცავს ევროპის ომს და მსოფლიო ეკონომიკურ კატასტროფას.

მისივე მტკიცებით, კაცობრიობის დაცემა სწორედ 2025 წელს დაიწყება - მსოფლიო ოფიციალურად 5079 წელს დასრულდება.

ამ წინასწარმეტყველებიდან ჯერჯერობით მხოლოდ მიწისძვრა გამართლდა - 28 მარტს, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა მიანმარსა და ტაილანდის ნაწილებში - დაღუპულთა რიცხვმა 1700-ზე მეტს მიაღწია.

ტაილანდის საზღვარზე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა, 101 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

  • 2025 წელი: ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას.
  • 2028: ადამიანები დაიწყებენ ვენერას, როგორც ენერგიის წყაროს შესწავლას.
  • 2076: მთელ მსოფლიოში კომუნიზმი გავრცელდება.
  • 2130: ადამიანები დაამყარებენ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან.
  • 2170: გვალვა გაანადგურებს მსოფლიოს დიდ ნაწილს.
  • 3005: დედამიწა მარსზე ცივილიზაციას შეებრძოლება.
  • 3797: ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დაცლა, რადგან ის საცხოვრებლად უვარგისი გახდება.
  • 5079: სამყარო დასრულდება.

წყარო