ავტორი:

მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა მხარემ კრივოი როგი დაბომბა: დაღუპულია 4, მძიმედ დაშავდა 17 მშვიდობიანი მცხოვრები

მძიმე ღამე უკრაინაში - რუსულმა მხარემ კრივოი როგი დაბომბა: დაღუპულია 4, მძიმედ დაშავდა 17 მშვიდობიანი მცხოვრები

ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის ქალაქი კრივოი როგი დაბომბა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი გახდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაჭრილია 17.

11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში რჩებიან.

ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დრონი ერთ-ერთ კორპუსს მოხვდა და აფეთქდა. დაიჭრა 5 ადამიანი - მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვი.