ავტორი:

87 წლის იტალიელი ვარსკვლავის, ადრიანო ჩელენტანოს სოცქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ის საგრძნობლად შეცვლილია"

87 წლის იტალიელი ვარსკვლავის, ადრიანო ჩელენტანოს სოცქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ის საგრძნობლად შეცვლილია"

სოციალურ ქსელებში ლეგენდარული იტალიელი არტისტის ადრიანო ჩელენტანოს ახალი ფოტო გამოჩნდა. 87 წლის მომღერალი დიდი ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილა.

ფოტო Facebook-ის გვერდზე Primo Ascolto-ზე გამოქვეყნდა, მასზე ცნობილი შემსრულებელი მისთვის ჩვეული აქსესუარის - სათვალის გარეშეა.

სოცქსელების მომხმარებლების აზრით, "ფოტოზე ის საგრძნობლად შეცვლილი და დაბერებულია..."

მან დიდი წვლილი შეიტანა იტალიურ მუსიკალურ ინდუსტრიასა და კინემატოგრაფიაში. კარიერის დასრულების შემდეგაც კი, მისი თაყვანისმცემლები ყოველთვის ინტერესდებიან მისით, ხოლო მისი ჰიტები კი ძველებურად პოპულარულია.

წაიკითხეთ ასევე: