ავტორი:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პოსტზე მაღლაფერიძის არჩევის მომხრე 8 ადამიანი იყო, წინააღმდეგ კი - 3.

“მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მეტიც, პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ. მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ახლა 6 წლის ვადით აირჩევენ.