ავტორი:

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 127 დღეა უცვლელი მოთხოვნით იკრიბებიან: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები.

რუსთაველზე შეკრებილებს მოგვიანებით მსვლელობის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.