ავტორი:

"ტრამპს გარემოცვა ურჩევს, არ დაურეკოს პუტინს, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს" - რას წერს მედია

"ტრამპს გარემოცვა ურჩევს, არ დაურეკოს პუტინს, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს" - რას წერს მედია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო გარემოცვა ურჩევს, არ დარეკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მანამ, სანამ ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება, - ინფორმაციას NBC News-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • წყაროების თქმით, ტრამპს ურჩიეს, რომ სატელეფონო ზარი არ არის კარგი იდეა, თუ პუტინი არ გადასცემს თეთრ სახლს, რომ იგი თანახმაა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში პუტინთან საუბარს აპირებდა. ტრამპსა და პუტინს წინა სატელეფონო საუბარი 18 მარტს ჰქონდათ.

რა ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის?

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიზნით, ვაშინგტონს ეწვეოდა.

  • "პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში გუშინ ჩავიდა.

"ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მათ შორის რუსებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. ფაქტობრივად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ“, - განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

კირილ დმიტრიევმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.