ავტორი:

"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია

"სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ... ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ" - ილონ მასკის მამა ამბობს, რომ პუტინის თაყვანისმცემელია

ამერიკელი მილიარდერის და აშშ-ის "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის" ხელმძღვანელის, ილონ მასკის მამა, ეროლი ამბობს, რომ მისი ოჯახი აღფრთოვანებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით. ამის შესახებ ეროლ მასკმა BBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

  • "ვფიქრობ, როგორც ოჯახი, ჩვენ ცოტათი მაინც ვაფასებთ ბატონ პუტინს. სისულელე იქნება არ აღფრთოვანდეთ პუტინით, რადგან ის ყოველთვის მშვიდია. მე ვუსმენ მის გამოსვლებს, ის ამბობს ლოგიკურ რაღაცებს.

თუ თქვენ შეაფასებთ მას, როგორც მამაკაცს, ძალიან ძნელია, არ იგრძნოთ აღტაცება ბატონი პუტინის მიმართ", - თქვა ეროლ მასკმა.

ეროლის თქმით, პუტინი მისთვის ძლიერი ლიდერის მაგალითია, რომლის ნდობაც შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი, რომელიც ამჟამად ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ თავის საქმიანობას ამ დეპარტამენტში სავარაუდოდ, მაისში დაასრულებს. გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკის არაპროგნოზირებადობის გამო სულ უფრო მზარდია უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციაში და ზოგიერთი ოფიციალური პირი მას "პოლიტიკურ ტვირთად" განიხილავს.