ავტორი:

ახალგაზრდა გოგომ თაღლითური გზით წაართვა ფული ცოლ-ქმარს, რომლებსაც სუროგაციის გზით სურდათ, შვილი ჰყოლოდათ - დანაშაულის დეტალები

ახალგაზრდა გოგომ თაღლითური გზით წაართვა ფული ცოლ-ქმარს, რომლებსაც სუროგაციის გზით სურდათ, შვილი ჰყოლოდათ - დანაშაულის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაზარალებული ორი პირი ცოლ-ქმარი არიან, რომლებსაც სუროგაციის გზით სურდათ შვილი ჰყოლოდათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ, დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ.

  • შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა.

ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.კ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.