ავტორი:

რუსეთის მასიური შეტევა უკრაინაზე: თავდასხმამ ოთხი ოლქი დააზარალა - ხარკოვში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

რუსეთის მასიური შეტევა უკრაინაზე: თავდასხმამ ოთხი ოლქი დააზარალა - ხარკოვში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 78 დრონით შეუტია, საჰაერო თავდაცვამ 42 მათგანი ჩამოაგდო, 22-მა კი სამიზნემდე ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად უკრაინის 4 ოლქი დაზარალდა.

  • რუსებმა დრონები რუსეთის ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

უკრაინელებმა Shahed-ისა და სხვა ტიპის 42 დრონი ქვეყნის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.