ავტორი:

"უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს" - ანდრეი სიბიგა

"უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს" - ანდრეი სიბიგა

"უკრაინა რჩება იმ პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატო-ში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მინისტრის თქმით, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე მან მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის პრინციპული პოზიციის შესახებ.

"არის ფუნდამენტური რამ, რასაც უკრაინა არ მიიღებს და ერთ-ერთი მათგანია მესამე ქვეყანას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვეტო დაადოს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ ნატო-ს წევრი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი, თუმცა რუსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული.

"დიახ, კონსენსუსი ჯერ არ არის, მაგრამ არა სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოს გამო“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება აუცილებელია არა მხოლოდ თავად უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

"ყველაზე ეფექტური ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - და ისინი განუყოფელია - არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა სიბიგამ.