ავტორი:

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

"ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს დააწესებს", - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, საპასუხო ტარიფები 10 აპრილიდან შევა ძალაში.

"აშშ-ის ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს, სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ტიპური ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკაა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა.