ავტორი:

სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი

სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ სომხურ გამოცემა Armenpress-ს სომხეთის პრეზიდენტის ოფისიდან შეატყობინეს.

ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნა. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 26 მარტს მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

წყარო