ავტორი:

3000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი მალე აფეთქდება: მის დანახვას შეძლებთ - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA

3000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი მალე აფეთქდება: მის დანახვას შეძლებთ - რა ინფორმაციას ავრცელებს NASA

T Coronae Borealis, იგივე Blaze Star, 80 წელიწადში ერთხელ ფეთქდება - მეცნიერების თქმით, ის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ღამის ცაზე ახალი ვარსკვლავის სახით გამოჩნდება.

ასტრონომები აკვირდებიან ვარსკვლავებს შორის ბნელ ადგილს, სადაც ვარსკვლავური ამოფრქვევა ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს. Blaze Star, ორვარსკვლავიანი სისტემაა, რომელიც დედამიწიდან 3000 სინათლის წლითაა დაშორებული.

  • სინამდვილეში იგი ორი ციური სხეულისგან შედგება: ამ სისტემაში არის თეთრი მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც ახლომდებარე უძველესი წითელი გიგანტური ვარსკვლავისგან წნევასა და სითბოს იღებს.

„მოვლენა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება, მოიზიდავს უამრავ ახალ ასტრონომს. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, კოსმოსურ მოვლენას თავად დააკვირდნენ, დასვან კითხვები და შეაგროვონ მონაცემები“, – განაცხადა დოქტორმა რებეკა ჰუნსელმა, NASA-ს ერთ-ერთმა მკვლევარმა.

“ნოვა”, ანუ ახალი ვარსკვლავი, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იქნება.

თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ის გასულ ივნისში აფეთქდებოდა, მაგრამ ასტრონომებმა თავიანთი პროგნოზი სექტემბრამდე გადაიტანეს. ახლა ეს შეიძლება ამ თვეში ვიხილოთ.

წყარო