ავტორი:

"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი

"ვერ ვკითხულობ... ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები, ვმკურნალობ, მაგრამ..." - ელტონ ჯონი მხედველობის პრობლემებს ებრძვის: რას ამბობს მომღერალი

ელტონ ჯონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიარა - ლეგენდარულ მუსიკოსს თვალის მძიმე ინფექცია განუვითარდა, რის შედეგადაც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო მარცხენა თვალით ბუნდოვნად ხედავს.

  • "ვერ ვკითხულობ. ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები რაგბისა და ფეხბურთს... ეს მართლაც სტრესული პერიოდი იყო. ვმკურნალობ, მაგრამ ძალიან ნელი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება.

ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი. ამჟამად ცუდი მხედველობა მაქვს. იყო დღეები, როცა თავს უბედურად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად იღბლიანი ვარ... გარდა ამისა დიდ პატივს ვცემ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს. მშვენიერი ცხოვრება მაქვს და იმედია მხედველობა გაუმჯობესდება. ჯანმრთელობის პრობლემებს დავამარცხებ" - ამბობს ლეგენდარული მომღერალი.

რამდენიმე თვის წინ ელტონ ჯონი ლონდონში, უესტ-ენდში ერთ-ერთი შოუს პრემიერას დაესწრო, თუმცა განაცხადა, რომ მან პერფორმანსის ყურება ვერ შეძლო.

ბრიტანელმა მუსიკოსმა პოპულარობა 70-იანების დასაწყისში მოიპოვა. 2018-2023 წლებში ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურები მოაწყო და საკონცერტო მოღვაწეობა დაასრულა.

წყარო