დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ, პაპი ფრანცისკე საკვირაო წირვაზე გამოჩნდა - პაპის პირველი მიმართვა და ვატიკანის ოფიციალური განცხადება: რას წერს მედია

დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ, პაპი ფრანცისკე საკვირაო წირვაზე გამოჩნდა - პაპის პირველი მიმართვა და ვატიკანის ოფიციალური განცხადება: რას წერს მედია

რომის პაპი ფრანცისკე პნევმონიაზე მკურნალობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. ის ორი კვირის წინ გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა ის დღევანდლამდე წირვას არ დასწრებია.

  • 88 წლის ფრანცისკე 23 მარტის შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა.

რომის პაპი დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე ეტლით გამოჩნდა.

წირვაზე, საკურთხეველთან მისვლამდე, პაპმა შეკრებილ ხალხს ხელი დაუქნია, გაუღიმა და მოკლე სიტყვა წარმოთქვა: "ყველას ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ, უღრმესი მადლობა", - თქვა მიკროფონში ფრანცისკემ, რომელიც კვლავ სუსტად გამოიყურებოდა.

ვატიკანმა დღის მიწურულს წერილობითი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც პაპი ამბობს, რომ საავადმყოფოში ყოფნის დროს ის ღვთის სიახლოვეს გრძნობდა: "ვთხოვ უფალს, რომ მისმა სიყვარულმა ყველა იმ ადამიანამდე მიაღწიოს, ვინც ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება და ასევე იმ ადამიანებამდე, რომლებსაც მათზე გული შესტკივათ", - წერს პაპი.

როგორც წესი, პაპი ფრანცისკე კვირაობით წმინდა პეტრეს მოედანზე შუადღის ლოცვას კითხულობს ხოლმე, თუმცა შეუძლოდ ყოფნის გამო მას წირვა 8 თებერვლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. პაპი 14 თებერვალს ბრონქიტის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს და იქ 38 დღის გატარების შემდეგ, საბოლოოდ გამოწერეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა