ფოტოგრაფი ნათია გაჩავა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, ასევე ირანის “პერსეპოლისის“ მცველის, გიორგი გველესიანისა და მისი მეუღლის - ლინდა კიკოლაშვილის ფოტოსესიას აქვეყნებს, რომელმაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა.
“რა არის სიყვარული? ისეთი გრძნობაა… არ ვიცი ამაზე ძლიერი თუ არსებობს რამე...“ - წერს ფოტოგრაფი სესიაზე.
“სიყვარული თბილისში“ - ასე ეწოდება კოლაჟს, სადაც გიორგი გველესიანისა და ლინდა კიკოლაშვილის ემოციებია აღბეჭდილი.
“შენ ღირსეული და ფასეული ადამიანი ხარ ირანის ფეხბურთისა და პერსეპოლისისთვის. იმედი მაქვს, რომ შენს ღირებულებას სათანადოდ შევაფასებთ. გისურვებ საუკეთესოს შენსა და შენს საყვარელ ოჯახს,“ - წერს ირანელი გულშემატკივარი გიორგი გველესიანს.
ქართველი გულშემატკივრების გარდა, გველესიანს წარმატებას უსურვებენ ირანელი ქომაგები და აღნიშნავენ, რომ გიორგი გველესიანი მათი საფეხბურთო გუნდის ფასეული ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანი ზედიზედ მესამედ ირანის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მცველად დაასახელეს.
გველესიანი ზედიზედ მესამედ ირანის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მცველად დაასახელეს. მოგეხსენებათ, ის ამჟამად თეირანის "პერსეპოლისის" ღირსებას იცავს.
იხილეთ ასევე: