ავტორი:

ტოვებს თუ არა ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას? - შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

ტოვებს თუ არა ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას? - შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.