ავტორი:

“ვპირდები საზოგადოებას რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას“ - პაატა სალია

“ვპირდები საზოგადოებას რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას“ - პაატა სალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა სალია წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში.

„მადლობა ანრი ოხანაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის სამინისტროში. მან დაიკავა საგანგებო მნიშვნელობის თანამდებობა, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მას მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ახალ საქმეში. მინდა, თქვენს წინაშე წარვადგინო პაატა სალია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა, პაატა სალიას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • თავის მხრივ, პაატა სალიამ პირობა დადო, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

“ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პაატა სალიამ იუსტიციის

სამინისტროში განაცხადა, სადაც ის დღეს უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

პაატა სალიამ მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს,“- აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს, ანრი ოხანაშვილს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.