პირველად საქართველოში: "ვივარობეტი" იგებს ფსონებს ოსკარის 83-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე (R)

პირველად საქართველოში: "ვივარობეტი" იგებს ფსონებს ოსკარის 83-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე (R)

2011 წლის 27 თებერვალს ლოს-ანჟელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ოსკარის ნომინანტების სრული სია 25 იანვარს გახდა ცნობილი: საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 10 ფილმია წარდგენილი, რომელთაგანაც სპეციალისტები მხოლოდ ნაწილს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. არანაკლები დებატებია გამართული სხვა ნომინაციების შესაძლო შედეგებზეც.

ინტერნეტ-გამოცემებთან ერთად კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოვების შედეგების გამოცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტოტალიზატორების მომხმარებლებიც შეეცდებიან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ტოტალიზატორმა "ვივარობეთ"-მა ოსკარების დაჯილდოვების შესაძლო შედეგებზე ფსონების მიღება დაიწყო.

მომხმარებელს საშუალება აქვს გამოიცნოს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის, საუკეთესო ქალი მსახიობის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ფილმის და სხვა ნომინაციების შედეგები. ფსონების განხორციელება შესაძლებელია როგორც www.vivarobet.ge – ზე, ასევე რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში არსებულ სათაო ოფისში (რუსთაველის 37).

წარმატებას ვუსურვებთ ოსკარის ნომინანტებს და იმედი გვაქვს, რომ "ვივარობეთი"-ს წამოწყება კიდევ უფრო გაზრდის ამ მოვლენისადმი ინტერესს საქართველოში.

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო