ავტორი:

"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს

"რატომ უნდა ეფრინათ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?!“ - გაიაშვილი რუსულ RBC-სთან ამბობს, რომ Georgian Airways-ი რუსეთში ფრენების დამატებას, ჩინეთში კი ფრენის დაწყებას გეგმავს

Georgian Airways ზაფხულიდან რეისებს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდანაც შეასრულებს. ამის შესახებ რუსულ RBC-სთან ინტერვიუს დროს ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთის სამ ქალაქში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში დაფრინავს. ნოვოსიბირსკში ზამთრის სეზონზე რეისები შეჩერებული იყო, თუმცა აპრილში განახლდა.

"გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის...

“ვნახოთ, როგორი იქნება მგზავრთა ნაკადი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკადი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. რეისებით, ძირითადად, ქართული დიასპორა სარგებლობს, რომელთაც სამშობლოში ჩასვლა ფრენების აღდგენამდე მესამე ქვეყნებიდან უწევდა,” - ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ნოვოსიბირსკი, გაიაშვილი პასუხობს, რომ “ციმბირი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა რუსეთისთვის და იქ ისტორიული ფრენების ამოცანას “ქართული ავიარაზმი” საბჭოთა პერიოდში ასრულებდა. ამდენად, ავიაკომპანია ამ “ისტორიულ უწყვეტობას” უზრუნველყოფს.

გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ს საკმარისი პარკი აქვს, რომ კვირაში ორი-სამი რეისი შეასრულოს.

რაც შეეხება, ავიაკომპანიის მიმართ მოქმედ უკრაინულ სანქციებს, გაიაშვილი ამას “არაკეთილსინდისიერ ნაბიჯს” უწოდებს.

“როცა, ასევე, იყო კონფლიქტი 2008 წელს, უკრაინას არ შეუწყვეტია ფრენები. უკრაინული ავიაკომპანია დღეში, დაახლოებით, 20 რეისს ასრულებდა და არავინ იმჩნევდა ქართულ კონფლიქტს. ისინი დაფრინავდნენ, თითქოს, არაფერი ხდებოდა. ამის გამო საქართველოში ბოიკოტი არავის გამოუცხადებია… გაუგებარია, რატომ უნდა ეფრინათ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში მესამე ქვეყნებიდან?! ეს მთლად სამართლიანი არ არის,” - აცხადებს გაიაშვილი.

მისი თქმით, უკრაინულ სანქციებს ავიაკომპანიაზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან უკრაინაში ფრენები არ ჰქონია და ეს სანქციები უფრო "მორალურად არის არასწორი და ცუდი, რაც ერებს ერთმანეთისგან ყოფს.“ გააგრძელეთ კითხვა