ავტორი:

"რუსთაველზე მამაკაცს ძაღლმა უკბინა, რის გამოც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა... ტყუილია, რომ დაკავებისას აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება" - შსს

"რუსთაველზე მამაკაცს ძაღლმა უკბინა, რის გამოც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა... ტყუილია, რომ დაკავებისას აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება" - შსს

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

  • "რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.

აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია" , - აღნიშნავენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სისხლი ჩანს. "ფეისბუქის" მომხმარებლები წერდნენ, რომ "პოლიციამ სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და წაიყვანეს განყოფილებაში".