ავტორი:

ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა

ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა
  • ფოტოზე: გოგონა, მეტსახელად "სასწაული" დედასთან და დეიდასთან ერთად

36 წლის გრეის დევიდსონი, მოქმედი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა და 2023 წელს დონორისგან საშვილოსნო გადაინერგა. იმ დროს ეს იყო ერთადერთი წარმატებული საშვილოსნოს გადანერგვა დიდ ბრიტანეთში.

  • ინოვაციური ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ ქალმა პირველი შვილი გააჩინა. მან და მისმა მეუღლემ, 37 წლის ანგუსმა, ქალიშვილს ემი დაარქვეს - გრეისის დის სახელით, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა.

გრეისი, მეუღლესთან, შვილთან და ექიმების გუნდთან ერთად

”ეს საკმაოდ ამაღელვებელი იყო, რადგან ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ როგორი იქნებოდა მისი ჩვენს ხელში ყოფნა. ეს მართლაც მშვენიერი იყო”, - ამბობს ახალბედა დედა მის სანატრელ შვილზე საუბრისას.

გრეისი და ანგუსი ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობენ, თუმცა წარმოშობით შოტლანდიიდან არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით მეორე შვილის გაჩენასაც შეძლებენ.

ჩვილი 27 თებერვალს, დასავლეთ ლონდონში მდებარე დედოფალ შარლოტას ჰოსპიტალში, საკეისრო კვეთით დაიბადა.

როგორც BBC წერს, თავდაპირველად წყვილს ანონიმურად დარჩენა სურდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ბავშვის უსაფრთხოდ დაიბადა, მათ თავიანთი "პატარა სასწაულის" შესახებ, მსოფლიოსთვის ამბის მოყოლა გადაწყვიტეს.

2023 წელს, 17 საათს გაგრძელდა გერისისთვის საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია, რომელიც 30-ზე მეტი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა ჩაატარა.

ქირურგიულმა ჯგუფმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი საშვილოსნოს გადანერგვის 15 ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ.

პატარა ემი დედასთან, მამასთან და დეიდასთან ერთად

აღსანიშნავია, რომ გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით პირველი ბავშვი შვედეთში, 2014 წელს დაიბადა. მას შემდეგ დაახლოებით 135 ასეთი გადანერგვა განხორციელდა ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და თურქეთში და ჯამში, დაახლოებით 65 ბავშვი დაიბადა.

წყარო

იხილეთ ასევე: