ავტორი:

"ის კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა დედას" - შაილო ანჯელინას მსგავსი ვარცხნილობით: რა ფოტოები გადაუღეს გოგონას პაპარაცებმა

"ის კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა დედას" - შაილო ანჯელინას მსგავსი ვარცხნილობით: რა ფოტოები გადაუღეს გოგონას პაპარაცებმა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილი, შაილო პაპარაცებმა ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ ცეკვის სტუდიასთან, მეგობრებთან ერთად შენიშნეს.

გოგონამ ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ზუსტად ისეთი ვარცხნილობა ჰქონდა, როგორიც ანჯელინას ფილმში - Tomb Raider, სადაც ის ლარა კროფსტის როლს ასრულებდა.

ე.წ. ჰოლანდიური ნაწნავებით შაილო დედის იდენტურად გამოიყურებოდა.

"ვფიქრობდი, რომ მამას ჰგავდა, მაგრამ გოგონა დედის ასლია",

"დაუჯერებელი მსგავსებაა ანჯელინასთან",

"პატარა ანჯელინაა",

"რაც დრო გადის, დედას უფრო ემსგავსება", - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, შაილოს ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან, ბრედ პიტთან. როდესაც 18 წლის გახდა, მან უარი თქვა მამის გვარზე. "დეილი მეილთან" წყარო ამბობს, რომ პიტი ახლა ყველაფერს აკეთებს შვილთან ურთიერთობის გამოსასწორებლად.

შაილო ამჟამად დედასთან ახლოს, ლოს ანჯელესში ცხოვრობს.

წყარო