სიცილიაში, მადონის მთებში მცხოვრებმა ფერმერმა ჯულიო გელარდიმ ბიბლიაში 17-ჯერ ნახსენები და “თეთრი ოქროს“ სახელწოდებით ცნობილი “სუპერ საკვების“ - ბიბლიური მანანას წარმოება დაიწყო.
“სწორ დროს მოხვედით, ეს არის ცნობილი მანანა", - ეუბნება ადგილობრივი ფერმერი ჯულიო გელარდი BBC -ის გუნდს და მიუთითებს თეთრ ტოტზე.
ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ბუნებრივ დამატკბობლად და წამლად. მანანას მოსავლის აღება (ფრაქსინუს ორნუსის ხეების ქერქის მოჭრა მათი წვენის მოსაგროვებლად) გავრცელებული პრაქტიკა იყო მთელ ხმელთაშუა ზღვაში. მაგრამ ბოლო 80 წლის განმავლობაში ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ მისი თითქმის სრული გაქრობა გამოიწვია.
ამ “სუპერ საკვების“ მოპოვებას გელარდი 30 წლის განმავლობაში ცდილობდა. დღეს კი მას აქტიურად იყენებენ შეფ-მზარეულები და საკონდიტროები.
მადონის მთებში, მანანას მოსავლის სულ მცირე მე-9 საუკუნით თარიღდება, როდესაც კუნძული არაბთა მმართველობის ქვეშ იყო.
რენესანსის დროს სიცილიური ფერმერები ამ ტკბილ ტოტებს, რომლის გემოც ლერწმის შაქრის გემოს წააგავდა ჰყიდდნენ. ეს იყო ძალიან მომგებიანი ვაჭრობა, რის გამოც XVI საუკუნეში, ნეაპოლის სამეფომ მასზე გადასახადები დააწესა.
მეორე მსოფლიო ომამდე მანანას მოყვანა მრავალი სიცილიური ოჯახის ცხოვრების წესი იყო. 1950-იან წლებში მეცნიერებმა იპოვეს მანიტოლის სინთეზის გზა და მომდევნო ათწლეულებში მანანას აღება პრაქტიკულად შეწყდა.
”როდესაც მე ვიზრდებოდი, ყველამ იცოდა მანანას მიღება. დაბრუნებისას ვნახე, რომ 100-ზე ნაკლები ფერმერი იყო, ვინც ამას აკეთებდა,” - განმარტავს ის.
მანანას მოსავლის ყველაზე რთული ნაწილი არის იმის ცოდნა, თუ როდის უნდა მოიჭრას ქერქი. ქერქის ნაადრევად მოჭრამ შეიძლება ხე გაახმოს და მანანას გამომუშავება საერთოდ შეწყდეს.
"ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ გიჟი ვიყავი. ისინი ამბობდნენ, რომ მანანა წარსულს ჩაბარდა", - ამბობს ფერმერი.
თუმცა, მას შემდეგ რაც ხანდაზმული ფერმერებისგან მანანას აღების წესები შეისწავლა, წარმატებამაც არ დააყოვნა.
„მისი დეკონგესტანტური და დამამშვიდებელი თვისებების გამო, მანანა გამოიყენებოდა ყაბზობის, ხველის, ყელის ტკივილისა და კანის ჭრილობების სამკურნალოდ“, - ამბობს პალერმოს უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი, ვივიენ სპადარო.
დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო, მანანა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატკბობელი დიაბეტით დაავადებულთათვის.
2002 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ Slow Food-მა, მანანა დაცულ ინგრედიენტად გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: