ავტორი:

ფერფლით დაფარული და ევაკუირებული სოფლები, განგაშის მე-3 დონე - ფილიპინებში ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო/ვიდეო)

ფერფლით დაფარული და ევაკუირებული სოფლები, განგაშის მე-3 დონე - ფილიპინებში ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო/ვიდეო)

ფილიპინებში ვულკანი კანლაონი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლე 4 კმ-მდე აღწევდა.

  • როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამოფრქვევის გამო, ახლომდებარე სოფლებში ევაკუაცია გამოცხადდა. კანლაონის ვულკანი რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ქვეყანაში, რის გამოც განგაშის მე-3 დონეა გამოცხადებული.

მასიური ფერფლის გამო, 4 სოფლის სკოლაში სწავლა შეწყდა.

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, ამოფრქვევა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

2,435 მეტრი სიმაღლის ვულკანი კანლაონი, ქვეყანაში არსებულ 24 ყველაზე აქტიურ ვულკანს შორის ერთ-ერთია.