ავტორი:

აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან ტიტები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ

აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან ტიტები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. მოქალაქეებს 9 აპრილის მემორიალთან მოტანილი აქვთ ტიტები და სანთლები.

  • ცოტა ხნის წინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მივიდნენ "მედიის სოლიდარობის“ მარშის მონაწილეები. მათ 9 აპრილის მემორიალთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ამასთან, მათ 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული მოქალაქეების სახელი და გვარები გააჟღერეს.

“დიდება გმირებს!”, - აღნიშნავდნენ მოქალაქეები.

დღევანდელ აქციას სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავს, ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპირებს ღამის გათენებას.

კერძოდ, 9 აპრილის მემორიალთან ღამეს გაათენებენ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს.

ასევე ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, შეკრებილები 04:00 საათზე, ფიცს დადებენ.