1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
- დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
დაღუპულთა სია:
- აზა ადამია, 22 წლის
- ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
- ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
- ნატო გიორგაძე, 23 წლის
- თამუნა დოლიძე, 28 წლის
- თინა ენუქიძე, 70 წლის
- ნინო თოიძე, 25 წლის
- ზაირა კიკვიძე, 61 წლის
- მანანა ლოლაძე, 33 წლის
- თამარ მამულიშვილი, 50 წლის
- ვენერა მეტრეველი
- მამუკა ნოზაძე, 22 წლის
- ნანა სამარგულიანი, 41 წლის
- შალვა ქვასროლიაშვილი,
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
- ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
- თამარ ჭოველიძე, 16 წლის
- ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
- მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
- მანანა მელქაძე, 23 წლის
- გია ქარსელაძე, 25 წლის
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.