ჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი, მის შეყვარებულთან ალექსანდრა გრანტთან ერთად ლონდონში გამოჩნდა.
“ჯონ უიკის“ და “მატრიცის“ ვარსკვლავი რჩეულთან ერთად რესტორან Scott's-ში, ჭიქა ღვინოსთან ერთად, ღია ვერანდაზე მოკალათდა.
პაპარაცებმა წყვილს ფოტოები გადაუღეს.
“როგორც ჩანს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ,“ - წერს გამოცემა, რომელიც ფოტოებს აქვეყნებს.
60 წლის რივზი 52 წლის გრანტის საუბარს ყურადღებით უსმენდა, თვალებში უყურებდა და უღიმოდა მას.
ზღვის პროდუქტებისა და ღვინის მირთმევის შემდეგ კი ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს.
მოგვიანებით, წყვილმა პაპარაცები შეამჩნიეს, თუმცა მათაც მეგობრულად გაუღიმეს. სასეირნოდ გასულ რივზს ეცვა შავი კაპიუშონი, ნაცრისფერი პიჯაკი და მწვანე ჯინსი.
რაც შეეხება გრანტს, მას შავი სვიტერი, ლურჯი ქურთუკი, ჯინსი და შავი ჩექმები ეცვა. თმცა, ფოტოზე ჩანს ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც სავარაუდოდ რივზმა რჩეულს აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი თავდაპირველად ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს.
მოგვიანებით მათ ითანამშრომლეს ორ წიგნზე: ოდა ბედნიერებისთვის (2011) და ჩრდილები (2016).
ისინი დაესწრნენ UNAIDS Gala-ს 2016 წელს. როგორც ცნობილია რომანტიკული ურთიერთობა 2019 წელს დაიწყეს.
თუმცა, როგორც ჩანს, წყვილს არ აღელვებს სხვების აზრი და თავს ერთად მართლაც იდეალურად გრძნობენ.
ალექსანდრა გრანტმა თავის ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა ჟურნალ People-თან 2023 წლის ინტერვიუში.
“დადებითი ამბავი ზრდასრულ ასაკში შეყვარების შესახებ არის ის, რომ იმ დროისთვის, როდესაც ჩემი ურთიერთობა დაიწყო, უკვე მქონდა ჩემი კარიერა. წითელ ხალიჩაზე თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ“, - თქვა მან.
იხილეთ ასევე: