რუსებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა უკვე დაიწყო“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა "ყველა ძირითადი მიმართულებით შეტევითი მოქმედებები გააორმაგეს“.