ავტორი:

"გულიდან დავწერე, იურისტებთან წვდომა არ მქონია" -  ტრამპი ტარიფების 90 დღის დაპაუზებაზე

"გულიდან დავწერე, იურისტებთან წვდომა არ მქონია" -  ტრამპი ტარიფების 90 დღის დაპაუზებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით კურსის შეცვლის გადაწყვეტილება „გულიდან მომდინარეობდა“ და იურისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

„ამაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი. უბრალოდ დავწერე, მე არ - ჩვენ არ გვქონია - იურისტებთან წვდომა. ჩვენ ეს გულიდან დავწერეთ, არა? ეს გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, რომ ის ასევე კარგად იყო დაწერილი“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, ტრამპმა გუშინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის.