ავტორი:

ტრამპის "ტარიფების თამაშები" -  რამდენით გაიზრდება iPhone-ის ფასი? - ექსპერტები "ეკონომიკურ აპოკალიფსს" პროგნოზირებენ

ტრამპის "ტარიფების თამაშები" -  რამდენით გაიზრდება iPhone-ის ფასი? - ექსპერტები "ეკონომიკურ აპოკალიფსს" პროგნოზირებენ

„ეს ეკონომიკური აპოკალიფსია, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. iPhone-ის ფასი გასამმაგდება“, - ამის შესახებ Wedbush Securities-ის ტექნოლოგიური კვლევების გლობალურმა ხელმძღვანელმა, დენ ივზმა განაცხადა.

  • iPhone-ის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რადგან სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შექმნის სამუშაოების უდიდესი ნაწილი აზიის რეგიონში ტარდება - ამ სისტემის აშშ-ში გადატანა პროდუქტის ღირებულებას თითქმის გაასამმაგებს. ივზის შეფასებით, Apple-ს დაახლოებით 30 მლრდ დოლარი და 3 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ აშშ-ში iPhone-ის მიწოდების ქსელის მხოლოდ 10% გადაიტანოს.

სმარტფონების ნაწილების დამზადება-აწყობის სამუშაოები აზიაში ათწლეულების წინ გადაიტანეს, ამერიკული კომპანიები კი დიდწილად პროგრამული უზრუნველყოფისა და დიზაინის კუთხით ოპერირებენ. Apple-ს სწორედ ასეთი სამუშაო სტრუქტურა დაეხმარა იმაში, მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელ გიგანტად და გლობალურად ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად ჩამოყალიბებულიყო... წაიკითხეთ ვრცლად