ავტორი:

"წახვედი შენს სიყვარულთან..." - ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ავარიისას ორსული მეუღლე დაეღუპა, ხოლო თავად მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა

"წახვედი შენს სიყვარულთან..." - ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ავარიისას ორსული მეუღლე დაეღუპა, ხოლო თავად მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მეუღლესთან ერთად ავარიაში მოჰყვა, დაიღუპა. ანდრია ბუაჩიძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • მისი მეუღლე, რომელიც ორსულად იყო, ავარიისას ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ორსული ანანო ხურციძე 18 წლის იყო.

"წახვედი შენს სიყვარულთან... ახლა მაინც იქნებით ბედნიერები" - წერენ გარდაცვლილი წყვილის ახლობლები.

შემთხვევა სოფელ ხუცუბანში ოქტომბერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.