ავტორი:

"სილამაზე, რომელმაც დროს გაუძლო... ის სუპერმოდელივით გამოიყურება" - 59 წლის ბრუკ შილდსი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

"სილამაზე, რომელმაც დროს გაუძლო... ის სუპერმოდელივით გამოიყურება" - 59 წლის ბრუკ შილდსი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

59 წლის ბრუკ შილდსi შესანიშნავ ფორმაშია. ჰოლივუდის ვარსკვლავმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

  • ფოტოები ბაჰამაზე დასვენების დროს არის გადაღებული. მსახიობს მეგობრებმა თავისი სილამაზის საიდუმლოს გაზიარება სთხოვეს.

"ძვირფასო თინეიჯერო, გთხოვ, გაამხილე შენი სილამაზის საიდუმლო", - წერს ფოტოს კომენტარებში მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი.

"სილამაზე, რომელიც დროს უძლებს", - აღნიშნავს კომენტარებში ვარსკვლავის ერთ-ერთი ფანი. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ბრუკ შილდსი სუპერმოდელივით გამოიყურება.

მაცდუნებელი ფოტოგადაღებისთვის მსახიობს ინდია ჰიკსის ბიკინი ეცვა.

ნიუ იორკში დაბადებულმა ვარსკვლავმა აღიარება 12 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც ლუი მალის ფილმში Pretty Baby მთავარი როლი შეასრულა.

Women's Health-ის თანახმად, ბრუკ შილდსი კვირაში 4-5-ჯერ პილატესით არის დაკავებული.

წყარო