სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ცნობილმა ინფლუენსერმა ენდრიუ ტეიტმა, ქალს სახეში იარაღი დაუმიზნა და უთხრა - "შენ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი, თორემ ცუდად წაგივა საქმე".
ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
ტეიტმა უზენაეს სასამართლოში წარდგენილ წერილობით თავდაცვაში ეს ბრალდებები უარყო, მათ "ტყუილების კონა" და "გულისამრევი გამონაგონი" უწოდა.
ინფლუენსერის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო დავა სამ ქვეყანაში - რუმინეთში, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სავარაუდო დანაშაულებს, რომლის შესახებ ინფორმაცია ახლახან გამოაქვეყნა BBC-მ, ლუტონსა და ჰიჩინში, 2012-დან 2015 წლამდე პერიოდში მოხდა.
BBC-ის მიერ ნანახ დოკუმენტებში წარმოდგენილი ზოგიერთი ბრალდების თანახმად, ტეიტმა:
ცნობისთვის უკვე ორ წელზე მეტია, რაც ენდრიუ და ტრისტან ტეიტების წინააღმდეგ რუმინეთში გამოძიება მიმდინარეობს და ის ამ დრომდე არ არის დასრულებული. ბრალდებები 2012-2015 წლამდე პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს ეხება. იძიებენ სავარაუდო გაუპატიურების, ადამიანებით ვაჭრობისა და კრიმინალური დაჯგუფების შექმნის საქმეებს. ტეიტებს რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაპატიმრობაც ჰქონდათ მისჯილი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის წარმომადგენელთან, რიჩარდ გრენელთან მან ენდრიუ და ტრისტან ტეიტების საკითხი განიხილა. მინისტრის თქმით, "საუბრისას აშკარა იყო გრენელის მხარდაჭერა ძმების მიმართ". ამ განცხადებიდან მალევე კი ძმებმა, რომლებსაც რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ, ქვეყანა დატოვეს.