ავტორი:

ღამის კლუბის სახურავი ჩამოქცევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდე გაიზარდა: ნანგრევებში მოყოლილებს კიდევ ეძებენ -  რა არის ცნობილი დომინიკელ მომღერალზე, რომელიც საკუთარ კონცერტზე მომხდარ ტრაგედიას შეეწირა?

ღამის კლუბის სახურავი ჩამოქცევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდე გაიზარდა: ნანგრევებში მოყოლილებს კიდევ ეძებენ -  რა არის ცნობილი დომინიკელ მომღერალზე, რომელიც საკუთარ კონცერტზე მომხდარ ტრაგედიას შეეწირა?

სამშაბათს, დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 218 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება - დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

”ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი მოვლენა, სასოწარკვეთილებაა ამდენი მკვდარი ადამიანის დანახვა" - თქვა კაროლინა ლორენცომ, დომინიკელმა ჟურნალისტმა. გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, ხუან მანუელ მენდესმა იმედი გამოთქვა, რომ ჩამონგრეული სახურავის ქვეშ მოქცეული ადამიანებიდან ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ტრაგედიის ღამეს კლუბში ცნობილი დომინიკელი მომღერლის, რუბი პერესის კონცერტი იმართებოდა - სამაშველო სამსახურმა 69 წლის მომღერლის გარდაცვალება დაადასტურა.

"ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ სიყვარულს, მხარდაჭერასა და სოლიდარობას, რომელიც ამ მძიმე წუთებში მივიღეთ“, - ნათქვამია პერესის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში - "მისი მუსიკალური და ადამიანური მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში."

  • რუბი პერესი დომინიკის რესპუბლიკაში მერენგეს საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა. იგი 1956 წლის 8 მარტს დაიბადა. სანტო დომინგოს ეროვნული კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ვილფრიდო ვარგასის ორკესტრის მთავარი ვოკალისტი გახდა. ის ცნობილი იყო ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა "El Africano", "Volveré" და "Cuando Estés Con Él".

გარდაცვლილთა შორის ასევე არიან ბეისბოლის ვარსკვლავები: ტონი ბლანკო და ოქტავიო დოტელი, ასევე მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი, დომინიკელი მოდის დიზაინერი მარტინ პოლანკო, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საბანკო კომპანიის, Grupo Popular-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ა.შ.

  • "ჯერ კიდევ არაფერი ვიცი"

უილსონ კასადო მთელი ღამე ელოდა ამბავს სამი დაკარგული საყვარელი ადამიანის შესახებ: ბიძაშვილის, ძმისშვილისა და ძმისშვილის ორსული ცოლის. კასადომ ისინი ბოლოს შაბათ-კვირას ნახა. მისი ბიძაშვილი კონცერტზე დასასწრებად ჩრდილოეთ კაროლინიდან ჩამოვიდა.

ძმისშვილის მანქანა ჯერ კიდევ კლუბის გარეთაა გაჩერებული, ოჯახმა რეგიონში ყველა საავადმყოფო შეამოწმა, მაგრამ დაკარგულების კვალს ვერსად მიაგნო.

დისა და დისშვილის ამბის გაგებას ელოდება ლუის მარტინესიც: ”ეს უკიდურესად საშინელი პროცესია, უკიდურესად ქაოსური... ძალიან ვიტანჯებით, საშინლად მტკივნეულია, სიტყვები არ მაქვს", - განუცხადა მარტინესმა Noticias Telemundo-ს ”.

იხილეთ ასევე: